დომუს ქარდი

მიიღე 5% ფასდაკლება და დააგროვე თანხა! გააკეთეთ არჩევანი სასურველ ბინაზე და მიიღეთ მისი სრული ღირებულების 5% დომუს ბარათზე მომდევნო შენაძენისთვის. ბარათის განაღდება შეგიძლიათ თქვენ, ან თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პირს.

დიდხანს გსურდათ, გეცხოვრათ მეზობლად ბავშვობის მეგობართან, ან დახმარებოდით ოჯახის წევრს სასურველი ბინის შეძენაში? ახლა ეს შესაძლებელია და თან ძალიან მარტივი. დომუს ბარათი საუკეთესო საჩუქარია და მისი გამოყენება სხვებსაც შეუძლიათ.

 

 

მწვანე კარკასი

კომპანიის შესახებ

კომპანია ''დომუს დეველოპმენტი“ 2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. ჩვენი მისიაა შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიაში იგრძნობს. კომპანია გახსნის დღიდან ქმნის ინოვაციურ პროექტებს, სადაც მომხმარებლების ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული.

დომუსისგუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალებით. მშენებლობა ხორციელდება საუკეთესო ინჟინრებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით, რაც პროექტის კონსტრუქციული სიმტკიცის გარანტია. კომპანიადომუსისფასეულობები და ღირებულებები მუდამ იყო და იქნება ხარისხი, ეკოლოგიურად სუფთა მასალები, სოციალური პასუხისმგებლობა, არქიტექტურული იერ-სახე და ფუნქციონალურად ჯანსაღი ბინები თქვენი ჰარმონიული ცხოვრებისათვის. სწორედ ამიტომ, 2011 წელს, ''დომუს დეველოპმენტიბელგიური კომპანია "Reynaers Aluminum"-ის კარფანჯრების სისტემების ოფიციალური სერტიფიცირებული გადამამუშავებელი გახდა საქართველოში. ”დომუსისყველა ახალ პროექტში სწორედ "Reynaers Aluminum"-ის კარფანჯრებია გამოყენებული, რომლებიც გამოირჩევა არა მარტო თანამედროვე და ფუნქციონალური დიზაინით, არამედ სითბოსა და ხმის იზოლაციის მაღალი ხარისხითაც.

 

 

შეუძლებელია, წინასწარ დაგეგმო ცხოვრების თითოეული დეტალი. სწორედ ამიტომ არსებობს კომპანიადომუსი” - ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ შევქმნათ მშვიდი, მყუდრო და ლამაზი გარემო თქვენი ოჯახის სრული კომფორტისა და უზრუნველი ცხოვრებისათვის. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა სახის მომსახურება დაგჭირდებათ ბინაში შესახლებიდან 5 დღეში ან 5 წელიწადში. ჩვენი ურთიერთობა ბინის შეძენით მხოლოდ იწყება, წინ მრავალწლიანი ჰარმონიული თანაცხოვრება გველის.


Contact

+995 595-39-22-22; +995 32 223-25-23;

+995 595-93-22-22

info@domusi.com