GIACOMINI
კომპანია დომუსის მოტივაციაა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ პროქეტების არქიტექტურული იერსახე, ავამაღლოთ შენობის ენერგოეფექტურობა, გავზარდოთ უსაფრთხოების ხარისხი და დავნერგოთ BMS (Building Management System). დომუსი ინდივიდუალური სისტემიდან სრულიად ახალ, გათბობისა და კონდიცირების თანამედრიოვე ცენტრალიზებულ სისტემაზე გადადის და სრულად ათავისუფლებს შენობის ფასადს კარადებისა და მილებისაგან. პროექტში დომუსი ჭავჭავაძის 49 ცენტრალური გათბობისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ცხელი წყლის მიწოდებისათვის მსოფლიო ლიდერის, იტალიური კომპანია GIACOMINI-ს წარმოების ელექტრონული მართვის ორ კონტურიანი თბური აგრეგატები გამოიყენება. GIACOMINI-ს აგრეგატების სიმძლავრის თვითრეგულირებადი ცირკულაციური ტუმბოები სრულ შესბამისობაშია ErP Directive (2009/125/EC) დირექტივასთან. პირველად კონტურში ნაკადის დანახარჯის შემცირებისა და გათბობის კონტურის დაბრუნების ტემპერატურის შემცირების ხარჯზე GIACOMINI-ს თბური აგრეგატები ენერგოეფექტურობით და ამავე დროს საკმოად მაღალი საოპერაციო პარამეტრებით გამოირჩევა