პროექტები მიმდინარე
დომუსი სერა
გაიცანით დომუსი სერა - ბუტიკური საცხოვრებელი სივრცე, რომელიც აგრძელებს დომუსის მწვანე არქიტექტურის ფილოსოფიას.
პროექტი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და მოთხოვნად ადგილას - ფალიაშვილის 7-ში მდებარეობს.
მახასიათებლები:
• 1 სადარბაზო
• 14 სართული
• 45 ბინა
ბინები
14 სართულიან შენობაში მხოლოდ 45 მაღალჭერიანი და ბუნებრივი განათებით სავსე ბინაა. მინიმალური 59 კვ.მ. ფართით, ეს აპარტამენტები სრულად გაგრძნობინებთ კარგად დაგეგმილი სივრცის კომფორტს.
ბიოფილური დიზაინი
პროექტის სადა და დახვეწილი არქიტექტურული იერსახე აქცენტირებულია ტერასებზე და სახურავზე ბუნებრივი გამწვანების სიუხვით. პროექტის ბიოფილური დიზაინი ასევე მოიცავს ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურად გამოყენებას დიდი ფანჯრების საშუალებით, ვენტილაციის სისტემას სუფთა ჰაერისთვის, მდგრადობას - ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ჩართვით და სხვა.
პრაქტიკულობა
პრაქტიკულობა პროექტის მნიშვნელოვანი დეტალია. შენობაში 2 ლიფტია. მაცხოვრებლების და ვიზიტორების გადაადგილებას ამარტივებს ორდონიანი ავტოსადგომი, ხოლო პირველი სართულის კომერციული ფართები მათ სხვადასხვა საინტერესო მაღაზიისა თუ სერვისის სიახლოვეს სთავაზობს.
განსაკუთრებული ატმოსფერო
საერთო სივრცეების დახვეწილი დიზაინი და მხატვარ ქეთი დავლიანიძის ნამუშევრების პასტელური ფერები ქმნის მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე პროექტის სტუმრებისთვის.
მშენებლობის ხარისხი და სტანდარტები
მაღალტექნოლოგიური, ენერგოეფექტური და მდგრადი მასალები.
მინიმალური ეკოლოგიური ნაკვალევი, ინოვაციური სამშენებლო მეთოდები.
-
ფასი
10270 - 11750 A $
3800 - 4350 $ -
ბინა (მ2)
59-277