პროექტები სამომავლო
დომუსი ფალიაშვილის 7
დომუსი ფალიაშვილის 7 გთავაზობთ დომუსის ხელწერად ქცეულ უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელ და კომერციულ გარემოს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და მოთხოვნად ადგილას.
პროექტის სადა და დახვეწილი არქიტექტურული იერსახე აქცენტირებულია ტერასებზე და სახურავზე ბუნებრივი გამწვანების სიუხვით.
14 სართულიან შენობაში მხოლოდ 45 მაღალჭერიანი და ბუნებრივი განათებით სავსე პრემიუმ კლასის აპარტამენტია. მინიმალური 58 კვ. მეტრის ფართით, ეს აპარტამენტები სრულად გაგრძნობინებთ კარგად დაგეგმილი სივრცის კომფორტს. ალუმინის კარ-ფანჯრებს, ჟალუზებს და მულტიფუნქციურ მინებს ენერგოეფექტურობის დამატებითი ელემენტები შემოაქვს.
ფუნქციონალურობა დომუსი ფალიაშვილის 7-ის მნიშვნელოვანი დეტალია. შენობაში 2 ლიფტია. მობინადრეების და ვიზიტორების გადაადგილებას ამარტივებს ორდონიანი ავტოსადგომი, ხოლო პირველი სართულის კომერციული ფართები მათ სხვადასხვა საინტერესო მაღაზიისა თუ სერვისის სიახლოვეს სთავაზობს.
საერთო სივრცეების გამორჩეული დიზაინი და მხატვარ ქეთი დავლიანიძის ნამუშევრების პასტელურ ფერთა პალიტრა კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის დომუსი ფალიაშვილის 7-ში ცხოვრების გამოცდილებას.
-
ფასი
8430 - 10400 A $
3000 - 3700 $ -
ბინა (მ2)
57-193