მწვანე კარკასი

დომუს ქარდი

დიდხანს გსურდათ, გეცხოვრათ ბავშვობის მეგობრის მეზობლად ან დახმარებოდით ოჯახის წევრს სასურველი ბინის შეძენაში? დომუსში თქვენი სურვილის ასრულება შესაძლებელია და თან ძალიან მარტივია! გამოიყენეთ დომუს ქარდი, რომელზეც კომპანია დომუსის პროექტებში ბინის შეძენისას გადახდილი თანხის 5 % დაირიცხება საკუთარი მიზნებისთვის ან გააკეთეთ ინვესტიცია დომუსის სხვა პროექტებში! დომუს ბარათი საუკეთესო საჩუქარია და მისი გამოყენება სხვებსაც შეუძლიათ!
დომუს ქარდი

დომუს ინჟინერინგი

დომუს ინჟინერინგი
კომპანია დომუსი საინჟინრო გადაწყვეტილებების ახალ ეტაპზე გადადის. ახალი ამოცანების და ახალი მიდგომების რეალიზების მიზნით კომპანიის მმართველი გუნდის მიერ 2018 წელს დომუსის შვილობილი კომპანია "დომუს ინჟინერინგი" შეიქმნა. დომუსის მიმდინარე და სამომავლო პროექტებში გათბობის, კონდიცირების, ელექტროობის, სანტექნიკის და ვენტილაციის სამუშაოებს უკვე კომპანია "დომუს ინჟინერინგის“ პროფესიონალთა კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი განახორციელებს. გათბობის ინდივიდუალური სისტემიდან კომპანია დომუსი სრულიად ახალ, თანამედრიოვე ცენტრალიზებულ სისტემაზე გადავიდა. ჩვენი გუნდის მიზანს სამშენებლო პროექტების იერსახის გაუმჯობესება, მაქსიმალური ენერგოეფექტურობა და BMS (Building Management System) ჭკვიანი სახლის სისტემის დანერგვა წარმოადგენს.

01 მაისი, 2018

Made in Fabrika
Up